საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უცხოეთთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელის ვიზიტი

    2023 წლის 11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უცხოეთთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელის - მარია კრისტინა სპარაპანი-ჰელსტერის საჯარო მოხსენებას უმასპინძლა.

     

    საჯარო მოხსენება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და ზაარლანდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი რუსიაშვილმა გახსნეს. მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს ზაარლანდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობები და სასწავლო პროგრამები გააცნო. 

    თარიღი: 15/10/2023